Wednesday, March 6, 2013

შევეგუე იმ აზრს რომ განსხვავებული ვარ ,მაგრამ არ ვიცი რის ხარჯზე ,სულ იწვევს გაკვირვებას ,აჩენს კითხვებს ვიღებ შეფასებებს ჩემი სტილიდან გამომდინარე !



        

     მომიყევი შენი სტილისა და  იმიჯის შესახებ , როგორ შეძელი ყოფილიყავი განსხვავებული?
  მე ვარ პეპი, 23 წლის ,სტილს რაც შეეხება არ ვიცი რა ჰქვია ,არვიცი რა დავარქვა ,იმიტომ რომ აღმოჩნდა ,რომ ინოვაციაა და მეც ასე ვთვლი ,რომ სტილი არის ჩემი , ის რაც მგავს , არ უნდა არსებობდეს მეორე ,ანუ ვინც მგავს და ხატავს ჩემსავით ,ჩემთვის ხატვა ცოტა ისეთი რამაა,საკუთარი გრძნობების გამოხატვა.


    როგორც გავიგე შენ ხარ კონცეპტუალური მხატვარი ,როგორ და როდის აღმოაჩინე შენში?
 
ბავშვობიდან ვხატავ, იმ დროიდან რა დროიდანც ხელში ფანქრის დაჭერის საშვალება მქონდა ,მახსოვს რომ ვხატავდი , სამხატვრო აკადემია დავამთავრე რადგან მგონია რომ სულ უნდა ვხატავდე ,სულ რაღაცებს ვეძებ ,სულ რაღაცები მაინტერესებს ,ხოდა ასე შემთხვევით დაიწყო ხატვა წიგნის ფურცლებზე და თავი კარგად ვიგრძენი იმაზე კარგად ვიდრე სადმე  სხვაგან  .ნელნელა დავიწყე გაზიარება ხალხისთვის და ემოციებით მივხდი ,რომ რაღაც უცხოს და ძალიან კარგს ვაკეთებ ,ეს უფრო მეტი სტიმულია ჩემთვის ,რომ უფრო მეტი ვაკეთო.


    ხატავ წიგნებში რაც მართლაც რომ გამსხვავებული სტილია , რატომ მაინცდამაინც წიგნი?

წიგნში ხატვა გაძლევს საშვალებას ჯერ ერთი ხატო ძალიან წვრილად ,დეტალები იყოს დახვეწილი და ჭირდებოდეს დაკვირვება ,ვერ მოიტყუები ,არ გააქვს საშუალება ,თეთრ ფურცელზე შეგიძლია დატოვო ბევრი თეთრი ადგილი ,წიგნში ვერ დატოვებ იქ წარწერები შეგიშლის ხელს , თან ძალიან გეხმარება გიქმნის ერთიან ფონს ,აბზაცები ქმნის შეღრმავებებს და საინტერესოს ხდის ფორმას.



     წიგნის ერთი გვერდის მოხატვას რამდენ ხანს ანდომებ და როგორი პროცესია ?

თითო ნამუშევარს ვანდომებ  ერთ ემოციას, ანუ თუ დავიწყე მაშინვე უნდა დავამთავრო ერთი ემოციით ,რადგან აღარ გამოდის ისეთი... ძირითადად ერთ დღეში თავაუწევლად ვხატავ ხოლმე ან ორი ,სამი დღე ,ერთადერთი რაც მახსოვს ,რომ დიდხანს მოვუნდი იყო ერთი კვირა ..პროცესი თვითონ საყურებლად ცოტათი დამღლელია ,რადგან დიდხანს ვუნდები წვრილ-წვრილ დეტალებს ,მაგრამ საბოლოო ეფექტი ისეთი აქვს ღირს "წვალებად" .
  

      28 თებერვალს მოეწყო გამოფენა სასტუმრო ჰოლიდეინში სადაც წარმოდგენილი იყო შენი ნამუშევრები ,როგორ ჩაიარა ამ გამოფენამ ,რომელიც შენთვის ეს პირველი იყო ,რა განცდები იყო გამოფენის დაწყებამდე?


28 თებერვალს ზამთრის ბოლო დღეს მოეწყო გამოფენა ,ძალიან ემოციური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი,უზომოდ დიდი მღელვარება ტირილამდე მივიდა,გამოფენას პერფომანსის სახე ჰქონდა და ვინაიდან და რადგანაც ,მაგიდის ქვემოთ ვიყავი ვერც კი ვხედავდი საერთოდ იყო თუ არა ხალხი ჩემს გამოფენაზე გამოვძვერი თუ არა ვერც კი შევიკავე თავი ამდენი ხალხის დანახვაზე თვალები ამიცრემლიანდა და ვიღიმოდი სულ ,ასეთი დიდი ბედნიერება არ ვიცი,როგორ უნდა გადმოვცე ,რომ ვიხსენებ ეგეც ისევ ისე მაბედნიერებს ,როგორც მაშინ განცდილი ..არ მოველოდი ამდენ ხალხს ნამდვილად ,პირველი იყო და არის შემოთავაზებები  და ვფიქრობ მალე იქნება  მეორეც და მესამეც ... იმდენად მაგარი განცდაა ,რომ ვერ გავჩერდები ერთზე .


    შენი ნამუშევრების ძირითადი დეტალი რა არის ?

ნამუშევრები არის მხოლოდ წიგნებში და მხოლოდ ქართული შრიფტია ,ჩემი სუფთა ფურცელი ,ამიტომ ძირითადად წრეები და წერტილები არის უხვად.
   

    შენი ზედმეტსახელია პეპი გრძელი წინდა რატომ შეგარქვეს ზღაპრის პერსონაჟის სახელი ?


სამხატვრო აკადემიაში სწვალის დროს შემარქვეს " პეპი " ,პირველად რომ ვიკითხე რატომ ? მითხრეს რომ ,მასავით უდარდელი მხიარული სევდიანიც და რაც მთავარია ძლიერი ხარო ... მას მერე თავიდან წავიკითხე "პეპი" და მივხდი ,რომ საოცრად ვგავართ ერთმანეთს.



     შენ გიცნობენ რუსთაველზე მდებარე კაფე გალერეაში მომუშავე მიმტანად რომელიც რამდენიმე წელია არსებობს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ გრძელდება ახლა?
 
დიახ,უკვე ორი წელია ვმუშაობ cafe gallery-ში, თავიდან გალერიში მდებარე ყვავილების ბაღში ვმუშაობდი, ვუვლიდით და ვყიდიდით ,ძალიან მომწონდა ეს საქმე ,შემდეგ მენეჯერი და უფროსი დაინტერესდნენ ჩემით და მთხოვეს ბარში გადავსულიყავი ,მე გამოუცდელი ვიყავი და ვიყოყმანე ,მაგრამ მითხრეს რომ დამეხმარებოდნენ და მეც დავინტერესდი თუ არა მალევე შევძელი ალღოს აღება ,მერე მოვიდა ზამთარი და ბაღის დახურვა გადაწყდა და მეც ასე შემოვრჩი ბარში და დღემდე მხვდებიან სრულიად უცხო ადამიანები და მიღიმიან და მეუბნებიან ,რომ მე დიდ საქმეს ვაკეთებდი გალერიში ,ამჟამად აღარ ვმუშაობ ბარში ცოტა ხნით ვისვენებ გამოფენის მერე ,ახალი ეტაპი მინდა დავიწყო და მივხდი რომ ღამეების თენების უფლება აღარ მაქვს.



      თუ გიმუშავია შენი პროფესიით ?

 არა,პროფესიით ანიმატორი ვარ ,მულტფილმების მხატვარი,მქონდა რაღაც კერძო შეკვეთა, თუმცა არ შედგა საბოლოოდ  უკვე დაწყებული დამტკიცებული სცენარი შეცვალეს და ვინაიდან და რადგანაც მე ხელით ვხატავ და არა კომპიუტერში თავიდან უნდა დამეხატა ყველაფერი და რათქმაუნდა აღარ დავთახმდი გაგრძელებაზე და ასე შეწყდა ეს პროექტი და აღარც შემდგარა ,როგორც ვიცი .



  ოჯახში შენს გარდა კიდევ არის რომელიმე წევრი მხატვარი?


 არა ვერ დავიტრაბახებ მხატვრების ოჯახში ვარ გაზრდილითქო თუმცა ყველა წევრი ხატავს , თუმცა პროფესიით ხელოვნებასთან არავინ არაა კავშირში  ,ამიტომ სურდათ რომ მეც ვყოფილიყავი სხვა პროფესიის და პარალელურად მეხატა ,მაგრამ მე არ დავყევი არავის ნებას .


       მადლობა პეპი ,რომ დამთახმდი და გაეცი პასუხები ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს და რას გვირჩევს გამორჩეული სტილის და იმიჯის მქონე პეპი ? რითი უნდა გამოვირჩეოდეთ ,რომ ვიყოთ განსხვავებულები?


დიახ,გამორჩეულობას რაც შეეხება ,შევეგუე იმ აზრს რომ განსხვავებული ვარ ,მაგრამ არ ვიცი რის ხარჯზე ,სულ იწვევს გაკვირვებას ,აჩენს კითხვებს ვიღებ შეფასებებს ჩემი სტილიდან გამომდინარე ,მაგრამ ვთვლი ,რომ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეა, მუდმივად ძიებაში ვარ სულ მაინტერესებს რაღაცები ,სიახლეები ყოველდღიური საზრდოს მიღებისთვისაა,აქედან გამომდინარე ყოველთვის იცვლება ჩემი ცხოვრების ჩაცმის სტილი ,ხატვა და ყველაფრის ცალ-ცალკე სტილი ,რაც ერთიანობაში იმჟამინდელს რა დროშიც მე განვიცდი პროგრესს ან რეგრეს ..ნუ ძირითადად ვთვლი რომ პროგრესს  და ამიტომ იქცევს ეს ასე ყურადღებას ალბათ, ერთი ნაბიჯი ყოველთვის წინ მინდა მქონდეს ,რომ მცირე უკან დახევის მიუხედავადაც არ ჩამოვრჩე ცხოვრებას . დიდი მადლობა ჩემით და ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის , ვეცდები ყოველთვის მოგაწოდო საჭირო ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ "პატივისცემით მე პეპი გრძელი წინდა "